აბას არაღჩი: სრული ტყუილია მტკიცება, რომ ირანი აშშ-ზე ან აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდა

აბას არაღჩი

სრული ტყუილია მტკიცება, რომ ირანი აშშ-ზე ან აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ამ ტყუილის ერთადერთი მიზანი ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ გამართლებაა, რომელიც ისრაელის მიერ იყო დაგეგმილი და რიგითი ამერიკელების მიერ დაფინანსებული“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე შეტევა დაიწყო, რადგან თეირანი აშშ-ის აქტივებზე აპირებდა თავდასხმას.