ჰოლანდიურმა კომპანიამ დუბაის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა

ფრენა

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო დუბაის მიმართულებით ყველა ფრენა 28 მარტამდე გააუქმა.

მანამდე დუბაის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დღეს დილით ორი დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ მზად არის მგზავრთა სამშობლოში დასაბრუნებლად. კომპანიის ცნობითვე, ამ პროცესს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას.