„თავის ტვინს შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1773164770
ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვითი ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე.
„ეს ოპერაცია გაგრძელდება დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს და გადამწყვეტად არ მოვიგებთ ამ კამპანიას“, - განაცხადა კაცმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია მკაფიო სამხედრო მიზნები ოპერაციისთვის.
„ჩვენ ასევე უნდა განვაგრძოთ ამის კეთება იმისათვის, რომ ირანელ ხალხს საშუალება მივცეთ ფეხზე დადგეს, იმოქმედოს და თავიდან მოიშოროს ეს რეჟიმი. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული“, - დასძინა მან.