კარგი სიახლე მეტროს მგზავრებისთვის
1773254159
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათ, ვინც ნეთანიაჰუს გამოსვლა მოისმინა, აღნიშნეს, რომ ისრაელის მიზანია ომის ყველაზე ინტენსიური ფაზის დასრულება პასექის დღესასწაულამდე - მთავარი ებრაული დღესასწაული, რომელიც წელს აპრილის დასაწყისში იწყება - ან, სულ მცირე, იმ წერტილამდე მიღწევა, როდესაც ირანს რაკეტების გაშვების შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი წართმეული ექნება და ისრაელი შეძლებს გადავიდეს რეჟიმზე, რომელსაც ოფიციალური პირები „საგანგებო რუტინას“ უწოდებენ.
„არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომლებსაც მხედველობაში ვიღებთ. ეს არ არის ერთი ან ორი დღის საკითხი და 100%-იანი დარწმუნებით ვერ გეტყვით, ეს იქნება ერთი თვე თუ ერთი კვირა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ შეხვედრის მონაწილეთა თქმით.
„ამ მომენტისთვის ჩვენ ვმოქმედებთ იმ დაშვებით, რომ ეს პროცესი ნამდვილად რამდენიმე კვირით გაიზომება და არა დღეებით. ამავდროულად, გულწრფელად გეუბნებით: 100%-იანი დარწმუნებით არ ვიცი. ჩვენ ახლა ვასრულებთ მისიას და ერთი წამითაც არ ვჩერდებით. წინ მივიწევთ რაც შეიძლება სწრაფად. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.