1773233930
„თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით... მადლობა საქართველოვ“ - გიგა ავალიანის დედა
მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„დასრულდა მორიგი სასამართლო სხდომა. მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 12 მარტს. კიდევ ერთი ღირსეული სვლა, გიორგი რიკაძის ადვოკატი, ლევან ბუაძეც, გავიდა საქმიდან. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ბრძოლაში??? ხალხმა ჩემი ტრაგედია გაითავისა. პირველ პირში წერენ კომენტარებს.ამბობენ, რომ ,,ჩ ვ ე ნ ამ ბრძოლას მოვიგებთ!".
და ასე, ყველა ერთად რომ მიდგახართ მხარში, ასე ერთობით მიყვარხართ ყველა!!!
ეს მაშინ, როცა, სამყარო მძულდა, გიგა რომ მომიკვდა. მარტო შურისძიება მაიძულებდა მეცოცხლა და მეშინოდა, ვაითუ ვერ გავუძლო ამხელა დარდს, მოვკვდე და შურისძიება ვერ მოვასწროთქო.
მაგრამ მე თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით. სასაფლაოზე ვიდეოკამერები მაქვს დამონტაჟებული. ვხედავ და მესმის, როგორ ეფერებიან ჩემს შვილიკოს. იცით, რომ გუშინ დილით, ერთმა საყვარელმა გოგომ თავისი დაბადების დღის პაწაწუნა ტორტზე სანთელი გიგას საფლავზე ჩააქრო?????
ჰოდა, მადლობა საქართველოვ!
ჰოდა, მიყვარხარ საქართველოვ!“,- წერს ეკა კუპატაძე
კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700











