თითქოს ყველას ჰგონია, რომ ასეთ დროს სიტყვები უძლურია... - ლიზა ყენია მამის გარდაცვალების შესახებ

ლიზა ყენია

რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის მსახიობი არჩილ ყენია გარდაიცვალა.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა, მომღერალმა ლიზა ყენიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მომღერალი ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობს. ლიზა ყველას მადლობას უხდის, ვინც ამ მძიმე დღეებში მას გვერდში დაუდგა.

„მადლობელი ვარ, ვინც ჩემი მწუხარება გაიზიარეთ. თითქოს ყველას ჰგონია, რომ ასეთ დროს სიტყვები უძლურია.. მაგრამ იცოდეთ, რომ მხოლოდ სიტყვებს და თქვენს გვერდში დგომას აქვს ასეთ დროს აზრი“. – წერს ლიზა ყენია და მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.