,,თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს

გაზი

,,თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გაზის წვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ალის ფერს, რადგან ოთახში CO არ დაგროვდეს.

,,გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს.

მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას. CO კლავს.

გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.