"შვიდგზის ზეთისცხებით ადამიანი სრულად იწმინდება" - რა ხდება ამ საიდუმლოს შესრულებისას

zetiscxeba

აღდგომის მარხვაში ტაძრებში შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. თუმცა თუ ქრისტიანი უძლურად არის, ის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს. დიდმარხვაში ის საყოველთაოდ სრულდება. ჩვენ სულიერად ღვთის მადლისა და ძალის მიღება გვჭირდება. ის ერთ-ერთი საიდუმლოა, რომელსაც წმინდა ეკლესია ასრულებს. თვალის უხილავად გადადის მადლი ღვთისა, სულიწმინდა ადამიანზე. სულიწმინდასთან კავშირი ადამიანს პრობლემებს აშორებს. ამით ღვთისნიერი ვხდებით. 

რა არის, რას ემსახურება, რა მნიშვნელობა აქვს ამ მსახურებას?

ზეთისცხება ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებელია.

ზეთის კურთხევის საიდუმლო საქართველოში და სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში დიდმარხვაში სრულდება, ნიშნად სახარებისეული პრინციპისა : "მარხვის დღეებში იცხე ზეთი და დაიბანე პირი, რათა არა ეჩვენო მმარხველად კაცთა"... 

შვიდგზის ზეთისცხების დროს იკითხება შვიდი ფრაგმენტი სახარებიდან. მრევლი კელაპტრით ხელში უსმენს სახარებებს. 

გავიხსენოთ იაკობ მოციქულის ეპისტოლე: "უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკ. 5. 14-15). აქ ნათლად ჩანს შვიდგზის ზეთისცხების არსი და მიზანი.

ადრე სნეულთან შვიდი დღის განმავლობაში მიდიოდა სასულიერო პირი და შვიდგზის აცხებდა ზეთს, სახარებიდან და სამოციქულოდან სხვადასხვა ადგილების წაკითხვაც შვიდჯერ ხდებოდა. სახარებიდან ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი.

ზეთს ღვინოც ერევა და ეს რა კავშირშია ერთმანეთთან?

ზეთი ეკლესიის ლოცვის და იმავდროულად, ავადმყოფზე გარდამომავალი საღმრთო წყალობის სიმბოლოა. ღვინო და ზეთი სნეულების განმკურნებელი მადლის სიმბოლოებიც არის. როგორც ცნობილია, ძველად, ღვინოსაც და ზეთსაც ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში; ითვლებოდა, რომ ღვინო ჭრილობების დეზინფექციას ახერხებდა, ხოლო ზეთი - ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებდა. 

სასურველია, ამ საიდუმლოში მონაწილეობა რწმენით, მარხვითა და ლოცვით ერთხელ მივიღოთ. ყველას არ ვურჩევთ ამ საიდუმლოში მონაწილეობის მიღებას.

ვინც მარხულობს, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა მან უნდა მიიღოს. სასურველია, ადამიანმა თავიდან ბოლომდე მოისმინოს ეს ლოცვები, სახარება, რამეთუ ადამიანი იკურნება და იწმიდება ღვთის სიტყვის მოსმენითა და წაკითხვით. 

"შვიდგზის ზეთისცხებით ადამიანი სრულად იწმინდება სულიერი თვალსაზრისით. შვიდგზის ზეთისცხება სულიერი სიწმინდის მოსაპოვებლად არის ადამიანისთვის. გინდა თუ არ გინდა, ხელები მაინც დაგესვრება. გინდა თუ არა, სულიერად მაინც შეიმწიკვლები. ამიტომ შენ განახლება გჭირდება. ღმერთისაგან დადგენილი წესები განგაახლებს. სიცოცხლეს აღგიდგენს, ძალას შემატებს შენს სულსა და გულს" - დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი.

მომზადებულია "ერთსულოვნებისა" და კარიბჭის მიხედვით.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

აი, რა არის სასარგებლო ხორცის (სულის) სიმრთელისთვის

"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

"ქუდი მოიხადა, ვეცი და სამჯერ ვაკოცე შუბლზე! ან როგორ გავბედე?! აი, იქ ატყდა უბედურება!" - ამბები მამა გაბრიელზე