"განკურნებისათვის აუცილებელია..." - ვრცელდება ინფორმაცია მონასტრიდან

tadzari

მორწმუნეთა მოსაზრებით, ჯანმრთელ ადამიანს ხშირად ავიწყდება მადლიერება გამოხატოს და დიდება შესწიროს უფალს სწორედ ჯანმრთელობისთვის და გათენებული ყოველი დღისთვის. ვთვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ეს "ჩვეულებრივია". მაგრამ საკმარისია რაიმე წამოგვტკივდეს, მაშინვე პანიკა გვეწყება, უფალი გვახსენდება და შემწეობისთვის მივმართავთ. სუსტები ვართ, მშიშარები და მცირედმორწმუნეები. 

გთავაზობთ სწავლებას მარტყოფის მონასტრიდან, რომლის მიხედვით, ბევრი სულაც არ არის საჭირო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ბრძოლები ახლავს. აი, რა არის სასარგებლო ხორცის (სულის) სიმრთელისთვის:

  1. ავადმყოფობა ზოგჯერ შედეგია ცოდვებისა, ამიტომ ექიმთან ერთად უნდა მივმართოთ მოძღვარს აღსარებისთვის.
  2. ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის უზმოზე მიღება. 
  3. აღსარების საიდუმლო, შვიდგზის ზეთისცხება, ზიარება.
  4. ხატთან ან წმინდანის საფლავთან დანთებული კანდელის ზეთის ცხება შუბლზე ჯვრის სახით (ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ)
  5. განუწყვეტელი ლოცვა იესო ქრისტეს სახელის მოხმობით: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ან "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე".
  6. უკურნებელი სენი თუ გეწვევათ, ნუ შეშინდებით, იმედს ნუ დაკარგავთ, გახსოვდეთ, რომ უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა. მოიწვიეთ მოძღვარი და მისი დარიგებებით ისარგებლეთ.
  7. წმინდა წერილის და წმინდანთა დარიგებების კითხვა. 
  8. საგალობლების და კლასიკური მუსიკის მოსმენა. 
  9. განკურნებისთვის აუცილებელია ქრისტეს რწმენა და სინანული (გადაწყვეტილება ცოდვისგან განშორებისა).

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."

"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული

"ჩემს მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი. მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ჩემს გვერდით. მშიერია, მაგრამ მე ვახსენებ ხოლმე ჭამას" - ბერი პაისი საოცარი ამბით