„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს 10:00-იდან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, 11:00-იდან 15:00 საათამდე - სოფლებში: ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, მჭადიჯვარი, ასევე ახალგორის რაიონის სოფლებში: ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი. 15:50-იდან 20:00 საათამდე - სოფლებში: ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, იორი, უნდილაანთკარი, ეთვალისი, მღვიმე, არაგვისპირი.
11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 15:00 საათამდე - აბონენტებს დაბა თიანეთში, სოფლებში: ჟებოტა, ზარიძეები, ახალსოფელი, ქვემო არტანი, მამადაანები, ლიშო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.