სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ეგიდით, EU4Energy-ის მესამე ფაზის პროექტის ფარგლებში, ბელგიაში. ქ ბრიუსელში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს, სატარიფო რეგულირებისა და ენერგეტიკის სექტორში რეგიონული თანამშრომლობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ. გიორგი ფანგანთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა, საზღვრისპირა კავშირებისა და სუფთა ენერგიის გარდამავალი პრიორიტეტების დაკავშირება. ინიციატივა მხარს უჭერს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.
EU4Energy-ის მესამე ფაზა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ურთიერთდაკავშირებულ, უსაფრთხო, მდგრად და დაბალი ემისიების მქონე ენერგოსისტემებზე დაჩქარებულ გადასვლას.