სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა.
ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის პრევენციის მიმართულებით.