„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

ელენე ექვთიმიშვილი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ახლობლები წერენ, თბილისში 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი, გუშინ, ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. 

როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. 

„ვაიმე, ეს რა მოხდა, ღმერთო, ეს მერცხალივით გოგო, როგორ შეიძლება წარსულში მოვიხსენიო, 
ელენი, უსაყვარლესო გოგო“.

„გული მეწვის დედაშენის ცოდვით, შენი ადამიანების უბედურებით, შვილო“.

„ჩემო საყვარელო ელე, როგორ მტკივა გული, სულ გამიახლე ჩემი ტკივილი, მოგიკვდი მე“.

„საშინელი ტრაგედიაა, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახს“.

„ვაიმე, გამეყინა სხეული... განისვენე მშვიდად, სიცოცხლით სავსე ანგელოზო. როგორ მენანები და როგორ მეცოდები“.

„მტკივაა... ღმერთმა ნათელში გამყოფოს, პატარა, ლამაზო გოგო, ჯერ მხოლოდ 21 -ის იყავი და გაფრინდი ზეცად“, - წერენ სოციალურ ქსელში.