1781729221
2:2 - პირველი ტაიმის ბოლოს, ხორვატიამ ინგლისთან გაათანაბრა
დალასში ინგლისსა და ხორვატიას შორის შესანიშნავი ტაიმი ვიხილეთ. მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ივან პერიშიჩის ბრწყინვალე პასს პეტარ მუსამ ზუსტი დარტყმით უპასუხა და ანგარიში კვლავ გაათანაბრა.
თამამად შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ჩატარებულ მატჩებს შორის, ამ დაპირისპირების პირველი ნახევარი საუკეთესოთა შორისაა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩი "რუსთავის 2-ის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.











