სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
თბილისში ისევ განხილვის თემაა ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.
მმართველი გუნდის შეფასებით, წლების განმავლობაში დოკუმენტების უცვლელი შინაარსი მიუთითებს, რომ რეზოლუციებზე სიღრმისეულად არავინ მუშაობს და მუდმივად ჩარჩო დოკუმენტის კოპირება ხდება.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოება დაყონ და ერთმანეთთან დააპირისპირონ:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ერთი მხრივ პოლარიზაციის აზრთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ სწორედ ის ინსტრუმენტები, რაც აქვთ მათ ხელში. პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე მაქვს საუბარი.
ასეთი განცხადებების გაკეთება, მიმართულია მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს არანაირად არ შედის არც საქართველოს და არც ევროპის ურთიერთობების ინტერესებში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიღებული დოკუმენტით, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.