ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა, წყალტუბოში, იმერეთის რეგიონის ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ რეგიონში განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდული სივრცეები.
მისი განცხადებით, ამგვარ სივრცეებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, საკუთარი იდეები განავითარონ და გააზიარონ ხედვები მათი რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით.
"როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, სადაც ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეის დაგენერირებას. მოგვიანებით კი, როდესაც დავუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი რეგიონები," - განაცხადა თიკანაშვილმა.