ცნობილი ქართველი „ტიკ-ტოკერი“ თიკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1754334816
საქართველოს რკინიგზა 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს. ამის მიზეზად მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი სახელდება.
249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.
სამგზავრო და სატვირთო მოძრაობა 12 აგვისტოდან სრულად აღდგება.