საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

bebeto

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო.

„ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს „კავეას“, “ამირანს“ და “რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ - პლატფორმა „კავეა პლუსს“.

იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი. მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“. -წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕