„სამედიცინო დაწესებულებებს ცირკულარი დაეგზავნათ“ - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბავშვებში არატიპურ ჰეპატიტზე

ბავშვი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებში არატიპურ ჰეპატიტთან დაკავშირებით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ძირითადად, პედიატრიულს ცირკულარი გადაეგზავნათ, როგორ და როდის უნდა მიიტანონ ეჭვი, ამ დაავადებაზე და რა ნიშნის მიხედვით. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაავადება ძირითადად, 16 წლამდე ბავშვებში ვითარდება. 

,,ჯერ ძალიან ცოტაა ამაზე ცნობილი, მაგრამ საყურადღებო თემაა.  უკვე დაახლოებით 500-ზე მეტი შემთხვევაა, 30-მდე  ქვეყანაში. ჯერ მსგავსი ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ჯერ დაუდგენელია. ეს არ არის, ჰეპატიტის არც ერთი ჯგუფიდან. ძირითადად ვითარდება ბავშვებში, 16 წლამდე. დაახლოებით, ათ პროცენტში მძიმედ მიდის. ისე, რომ გადანერგვები გახდა საჭირო. სიმპტომები არის, რაც ძირითადად  ჰეპატიტს ახასიათებს: ცხელება, ღებინება, სიყვითლე. ამიტომ, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია ყველგან ზედამხედველობა.  მათ შორის, ჩვენთანაც. 

შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, ძირითადად  პედიატრიულს დაეგზავნათ ცირკულარი, დაავადების კონტროლის ცენტრიდან, როგორ და როდის უნდა მიიტანონ ეჭვი ამ დაავადებაზე, რა ნიშნების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მათი ბიოლოგიური მასალა უნდა გამოიგზავნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.