მკვლელობა მეტროში - ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა
1733947873
საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, კეთილდღეობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში. 2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა.
როგორც ინფორმაციიდან ჩანს, დაცულობის და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა.
“საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა, პოზიციის 25 ადგილიანი წინსვლით.
საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, „კეთილდღეობის ინდექსს“ და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის მოწინავე ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აქვეყნებს. ორგანიზაცია გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს:
დაცულობა და უსაფრთხოება; პერსონალური თავისუფლება; მმართველობა;
სოციალური კაპიტალი; საინვესტიციო გარემო; სამეწარმეო კონდიცია; ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა; ეკონომიკის ხარისხი; საცხოვრებელი პირობები;
ჯანმრთელობა; განათლება; ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია).
იხილეთ ბმულები:
https://li.com/reports/2023-legatum-prosperity-index/
https://www.prosperity.com/“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.