ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
საიდუმლო სასმელი, რომელიც ერთ ღამეში ფეხზე დაგაყენებთ!, - ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი ავრცელებს.
„საიდუმლო სასმელი, რომელიც ერთ ღამეში ფეხზე დაგაყენებთ!
„ბავშვობაში ბებია ამას „ძალის ელექსირს“ ეძახდა, ახლა კი თავად ვამზადებ, როცა ვგრძნობ, რომ ენერგია ნულზეა. მინიმალური ინგრედიენტები მაქსიმალური ეფექტი!
ინგრედიენტები:
მინერალური წყალი (ბაზა)
ლიმონი (ვიტამინების მუხტი)
ჟოლოს მურაბა (სულისთვის და სიცხის დასაწევად)
თაფლი (ბუნებრივი ანტიბიოტიკი)
საიდუმლო ინგრედიენტი (მათთვის, ვინც 18+ არის) - 50 მლ „გამათბობელი“ სასმელი.
ავურიოთ, შევათბოთ, მაგრამ არ ავადუღოთ! ვსვამთ ცხელს, ვეხვევით პლედში და ვნახულობთ სიზმრებს. დილით ახალივით იქნებით! “
საჭირო ინგრედიენტები:
მინერალური წყალი: 200-250 მლ.
ლიმონი: ნახევარი ლიმონის წვენი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი).
ჟოლოს მურაბა: 1-2 სუფრის კოვზი (გემოვნებით).
თაფლი: 1-2 ჩაის კოვზი.
სპირტიანი სასმელი (18+): 30-50 მლ (არაყი, კონიაკი ან რომი).
მომზადების წესი:
გაცხელება: ჩაასხით მინერალური წყალი ქვაბში და შეათბეთ 60-70 გრადუსამდე. მნიშვნელოვანია, რომ წყალი არ ადუღდეს, რათა თაფლმა და ლიმონმა სამკურნალო თვისებები არ დაკარგონ.
შერევა: თბილ წყალში ჯერ გახსენით ჟოლოს მურაბა და თაფლი, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი.
დასრულება: თუ ამატებთ ალკოჰოლს, ქვაბის ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ჩაასხით იგი სასმელში და კარგად მოურიეთ",- წერს იოსელიანი.