სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 16 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათიდან, 17 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“,- აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.