სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
ბათუმში გაუჩინარებულ გოგონას ეძებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 13 ნოემბერს გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა.
“სასწრაფოდ იძებნება მარიტა, გთხოვთ დაგვეხმაროთ !
ვეძებთ ჩემს მეგობარს, რომელიც 13 ნოემბერს გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა.
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან 21:48 საათზე გავიდა, გადაადგილება ბათუმში, გორგილაძის ქუჩიდან დაიწყო, 23:32 საათზე სათვალთვალო კამერამ ის ახალშენის მიმართულებით დააფიქსირა. ბოლო ინფორმაციით ახალშენის მეურნეობას გასცდა, ამის შემდეგ კვალი იკარგება
ჩაცმულობა
შავი ჰუდი სტაფილოსფერი დეტალებით
მუქი ფერის შარვალი
ნაცრისფერი კროქსები.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია მარიტას ადგილსამყოფლის ან მისი გადაადგილების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ:
571 125 859
593 222 165
ასევე შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში
გთხოვთ, გადააზიაროთ პოსტი. თითოეულ ინფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!”- ინფორმაციას დაკარგული გოგონას ახლობელი ავრცელებს.
