როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

27 დეკემბერს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსია, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +8 გრადუსი და ნალექი მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში დღისით +8 და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსი და თოვლია ნავარაუდები, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +7 გრადუსი და თოვლი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +9 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.