თუ სიზმარში გველი ნახეთ, ეს უნდა იცოდეთ - გოგა მანია
1780517750
4 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება
ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე იქნება.. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექს ელოდებიან, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი ახალქალაქშიც, დღისით ტემპერატურა +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც იწვიმებს, +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც უნალექო დღეა, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.
ომალოში იწვიმებს. დღისით +15 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექს დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი იქნება, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.