„როგორ გვატკინე გული, ჩვენო საუკეთესო, მოსიყვარულე ბიჭო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

სოსო საგინაძე

თბილისში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო და თბილისში მუშაობდა.

დაღუპულს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„დაგვამუნჯა, საგვარეულო, სოფელი თუ ახლობლები“.

„როგორ გვატკინე გული, ჩვენო საუკეთესო, მოსიყვარულე ბიჭო“.

„რატომ ჩემო სოსიკო, საოცარო და თბილო, მზრუნველო ბიჭო, მენანები შავი მიწისთვის... მიყვარხარ, მუდამ ცოცხალი იქნები ჩემს გულში...“.

„არამარტო ზარზმის და ადიგენის, მთელი საქართველოს ტკივილია ასეთი ბიჭის გარდაცვალება...“, - წერენ სოციალურ ქსელში.    

ახალგაზრდა, 31 მაისს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარია მოხდა.