„ტრამპი უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი იტყუება“ - ზელენსკი
1747241033
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის უახლეს პროგნოზს აქვეყნებს.
„სიცივიდან-სიცხეში, სიცხიდან-სიცივეში, ასეთია ბოლო რამდენიმე კვირის სტატისტიკა. ამჟამად, ისევ ცივი პერიოდი გვაქვს, ხშირად ისმის სახუმარო ფრაზა „ოღონდ არ გათოვდებოდეს და რას დავეძებთო“ და მართალიცაა, საგრძნობლად დაეცა ტემპერატურა.
თუმცა უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ, მთელს ქვეყანაში 16 და 17 მაისს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დაცხება 17 მაისს - სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში კი +27 გრადუსამდე მოიმატებს მაქსიმალური ტემპერატურა.
ეს იქნება ხანგრძლივი გარღვევა თუ უბრალოდ წვიმებისგან თავის დაღწევა? ამ ყველაფერზე შემდეგ განახლებებში მოგაწვდით ინფორმაციას,“ - წერს მეტეოროლოგი.