რატომ გვეშინია სტომატოლოგების

სტომატოლოგი

 შიში ფუნდამენტური, სიცოცხლესთან დაკავშირებული რეაქციაა, რომელიც ხან შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ხან კი ისეთი კომპლექსური,რომ გამოიწვიოს გაძლიერებული შფოთვა და პანიკური შეტევებიც კი, უფრო მარტივად კი შიში არის მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული უარყოფითი რეაქცია, ხოლო ფობია, თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, არის შიშის ირაციონალური ეტაპი.

ანუ გადამეტებული და უსაფუძვლო შიში, იმის მიმართ, რაც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს.დღეს მოგიყვებით სტომატოლოგების და ზოგადად კბილთან დაკავშირებული მანიპულაციების პათოლოგიურ შიშზე, რომელსაც დენტოფობია ჰქვია, ის უამრავ ფობიას შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და სტატისტიკურად მსოფლიო მოსახლეობის ყოველი 4 ადამიანიდან ერთს მაინც აქვს. წარმოშობის მიზეზები ბევრნაირია, თუმცა ყველაზე ხშირად უკავშირდება წარსულში, ძირითადად ბავშვობაში კბილის მკურნალობისას ან ამოღებისას მიღებულ ნეგატიურ გამოცდილებას.ასევე დენტოფობიის გამომწვევი მიზეზებია:

ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ან სამედიცინო ხელსაწყოების შიში, როგორიცაა: შპრიცები, ნემსები, წამლები და წამლების სუნიც კი.ბევრი ადამიანი განსაკუთრებულ შიშს განიცდის ამ ყველაფრის მიმართ, რადგან აქვთ წარმოდგენა, რომ ამ ხელსაწყოებით ჩატარებული პროცედურები ტკივილიანი და არასასიამოვნო იქნება.სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმმა პროცედურამდე აუხსნას პაციენტს თუ რა ხელსაწყოს რა ფუნქცია აქვს და როგორ მუშაობს.

ინფექციის გადადების შიში - ეს შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან ცუდად ან საერთოდ გაუსტერილებელმა ხელსაწყომ შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთი ინფექციების გადადება-გავრცელებას როგორიცაა: აივი, სიფილისი, C ჰეპატიტი, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგია იმდენად კარგი ხარისხის აპარატურას იყენებს და ექიმთა ცოდნაც იმდენად მაღალია, დაინფიცირების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი... ვრცლად