პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი სტაჟირების მსურველთათვის კონკურსს აცხადებს

პარლამენტის ფოიე

საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი სტაჟირების მსურველთათვის კონკურსს აცხადებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკვალიფიკაციო მოთხოვნაა - ტელერეჟისურა ან ვიდეო-საოპერატორო ხელოვნება.

„სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტით (მისამართი: stajireba@parliament.ge) 2025 წლის 3 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით.

ანაზრაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.