„ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო...“ - რას იხსენებს პოეტი დათო მაღრაძე

ილია ელოშვილი

პოეტი დათო მაღრაძე თბილისის მერის ყოფილ მოადგილე,  ილია ელოშვილთან დაკავშირებულ უცნობ ისტორიას იხსენებს.

„აფხაზეთში ომია... ქართველი ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და მოსახლეობას პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან აწვდიან ახალ-ახალ რეპორტაჟებს. ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟისას, წამით ეკრანზე გაკრთა კადრი - პირტიტველი ჭაბუკი, ხელში ავტომატით და სიგარეტით მიმართავს ოპერატორს: - ნუ მიღებთ რა, მამაჩემთან არ ვეწევიო... ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მამამ იცის, რომ შვილი სამშობლოსათვის თავს წირავს, თუმცა ეს თავგანწირვა მამაშვილობის ფაქიზი სიმების ჰარმონიას არ არღვევს. ყმაწვილი კაცი ილია ელოშვილია, მამა ცნობილი ქართველი ვაჟკაცი და სახელმწიფო მოღვაწე ომარ ელოშვილი. ილია მამისკენ გაეშურა იმ მამაშვილობის ჰარმონიის აღსადგენად, მამის სიკვდილმა რომ დროებით დაარღვია. ვიცი, ბევრი ითქმება ილია ელოშვილის შესახებ. ახალი საქართველოს მშენებლობაში კახი კალაძესთან და თანაგუნდელებთან ერთად მისი ღირსეული წვლილის შესახებ, მაგრამ არ მინდა ის კადრი გამორჩეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ვფიქრობ, სამუდამოდ უნდა გაჰყვეს საქართველოს მომავალ თაობებს, საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად“,- აცხადებს დათო მაღრაძე.

 

ასევე ნახეთ:

👉 “...მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა“ - ილია ელოშვილის უცნობი ფოტოები აფხაზეთის ომიდან

👉  16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში, მეთაურმა სახლში გაუშვა, თუმცა მალევე საომრად დაბრუნდა - ილია ელოშვილის აქამდე უცნობი ისტორია

👉 „სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან