ნახეთ, ვის შეუწყდება წყალი 10 საათით - გაფრთხილება

წყალი ბოთლში

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს:

,,9 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას რეზერვუარში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 9 აგვისტოს 11:00 საათიდან 9 აგვისტოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

სოფელ ტაბახმელას და დაბა შინდისს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.