მოულოდნელობით სავსე ახალი სეზონი - რას ვნახავთ „რუსთავი2“-ის ეთერში სექტემბრიდან?!

rustavi 2 axali sezoni

ბევრი სიახლითა და სიურპიზით „რუსთავი 2“ ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. ტელეკომპანია განახლებული საეთერო ბადით ეთერში 12 სექტემბერს ბრუნდება.

ახალ სეზონზე, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სახეები ახალი გადაცემებიდან მიესალმებიან. ცვლილებელია „დილა შვიდობისა საქართველოსა“ და „შუადღეში“

ახალ სეზონზე მაყურებელს ტრადიციულად „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიესალმება. გადაცემას რუსთავი 2-ის კარგად ნაცნობი სახეები თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი შეემატა. კიდევ ერთი წყვილი, რომელიც ამ გადაცემას გაუძღვება, თაკო ჩორგოლაშვილი ზურა გორგაძეა.

 

 

სიახლეა „სხვა შუადღეშიც“. გადაცემას ყოველდღიურად სოფო ნარჩემაშვილი, ანა კოშაძე და ნინუცა ორჯონიკიძე წაიყვანენ.

ყოველ ორშაბათს აჩიკო სოლოღაშვილს კიდევ ერთ ახალ გადაცემაში, „ოჯახობანაში“ ნახავთ. გეიმ შოუ თაობებს შორის შეჯიბრს გასართობ ეთერში წარმოგიდგენთ. მშობლები და შვილები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით თამაშებში შეეჯიბრებიან. 

 

სიახლეა მეგა ტოქშოუ „ღამის პრაიმთაიმშიც“. გადაცემას ამჯერად, ოთხი წამყვანი გაუძღვება. მათგან სამი ძველი ექსვეულიდანაა, ხოლო ვინ იქნება მეოთხე წამყვანი, ამას მაყურებელი უახლოეს დღეებში გაიგებს. ყველა ერთად კი განახლებული სტუდიიდან, ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, მიმდინარე კვირის აქტუალურ და ექსკლუზიურ თემებს, სტუმრებთან ერთად განიხილავენ.

 

 

ეთერს უბრუნდება, ქართულ მედია სივრცეში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსი“. გადაცემა, რომელმაც ყველა სატელევიზიო რეკორდი მოხსნა, ამჯერადაც ბევრ სიურპრიზს გპირდებათ. სექტემბრის ბოლოს ყოველდღიურ რეჟიმში, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების ცხოვრება ისევ ყველა ასაკის მაყურებლის განხილვის თემა გახდება.

 

 

ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას არხის მავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. ყოველ კვირა დღეს, 9 საათიანი კურიერის ადგილს, კურიერი P.S. დაიკავებს, რომელსაც სანდრო კაჭახიძე და ავთო გვასალია გაუძღვებიან. განახლებულ სეზონს უბრუნდება „ღამის კურიერი“, რომელსაც დავით კაკულია წაიყვანს.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, რომელსაც მაყურებელი ახალ სეზონზე იხილავს, პაატა გულიაშვილის გასართობი შოუ, „Night Show“- იქნება.

ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი შაბათ-კვირას „სამზარეულოს“ წარმოადგენენ. კულინარიულ შედევრებს აქ ცნობილი შეფმზარეულები მოამზადებენ.

რუსთავის 2 განახლებულ სეზონს ქართული სერიალის პრემიერით იწყებს. „ბამბის აღმართი“ ასე ჰქვია მრავალსერიან დრამას, სადაც მთავარ როლებს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობები - თათული ედიშერაშვილი და სლავა ნათენაძე თამაშობენ. მაყურებელი სერიალს შაბათ-კვირას იხილავს. 

 

 

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება გადაცემა „პოლიციის ფაილები“, რომელსაც მაყურებელი ყოველ შაბათს, ღამის ეთერში იხილავს. კვირას ღამის ეთერი კი კიდევ ერთ ახალ გადაცემას „მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ“ დაეთმობა.

სასიამოვნო სიახლეა სერიალების მოყვარულებისთვისაც. ასეთი მრავალფეროვანი სერიალები რუსთავი 2-ის ეთერში აქამდე არ ყოფილა. სხვადასხვა ჟანრის, ინდური, ბერძნული, ბრაზილიური, თურქული და გერმანული სერიალები მაყურებელს მთელი დღის განმავლობაში ახალ თავგადავსალებში ამოგზაურებს.

საპნის ოპერის მოყვარეულებს, დილის ეთერში ინდური სერიალი „მოვკდები შენთვის“ ყურების შესაძლებლობა ექნება. რუსთავი 2-ის ეთერს დაიპყრობს ბოლივუდის ორი ვარსკვლავიც. პირველად სატელევიზიო სივრცეში, ბერძნული სერიალი Wild Bizz (ველური ფუტკრები) სწორედ რუსთავის 2-ის ეთერში გავა.

15:00 საათიანი კურიერის შემდეგ სერიალ „სამი დის“ დრო დგება. 18:00 საათიან კურიერამდე კი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ცნობილი ბრაზილიური სერიალის „ცხოვრება მშვენიერია“ ეთერში გავა. გახმაურებულ ტელენოველაში, მთავარ როლს ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ანტონიო ფაგუნდესი ასრულებს.

„ნამსხვრევები“ ასე ჰქვია კიდევ ერთ სერიალს, რომელიც მაყურებლის გულის დასაპრყრობად ემზადება.

გერმანული სერიალი „ექიმი ბალუზი“, რომელშიც ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე თამაშობს, მაყურებელი მალე იხილავს. საგულისხმობა ის ფაქტი, რომ საკუთარ როლს მსახიობი თავადვე ახმოვანებს.

ასე, რომ დაელოდეთ ახალ სეზონს, რუსთავი 2 განახლებული საეთერო ბადით და სასიამოვნო სიახლეებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.