ექსპერტები გვირჩევენ, ძილის დროს საძინებლის კარი ყოველთვის დავკეტოთ
1786895753
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.
"მივდიოდით, ორმა მანქანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა. სამაშველოში დავრეკეთ და ველოდებით", - ამბობს ლაშა არაბული.