„მგონი, დროა, 6-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ“ - პავლე მგელაძე

პავლე მგელაძე

„re:invent holding-ის“ დამფუძნებელი, პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში წერს სამუშაო დღეების ოდენობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ძალიან მომწონს 4-დღიანი სამუშაო კვირის იდეა. მეტი დრო საკუთარი თავისთვის, მეტი დრო ოჯახისთვის.  უბრალოდ, ერთი პრობლემაა. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1,774₾ გვაქვს. 5 სამუშაო დღიდან 1 დღეს თუ დავისვენებთ, გამოდის, რომ 20%-ით ნაკლებს ვიმუშავებთ. ანუ 20%-ით ნაკლებ ხელფასს (-355₾) ავიღებთ. 1,774₾ vs. 1,419₾. 1,774₾-ად როგორ ვცხოვრობთ ვიცით. მე მგონი, დროა 6-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ.“ - წერს პავლე მგელაძე.