„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი... როგორ მატკინე გული...“ - ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
1781120154
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე სოფლების – გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ფოლად-რკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია.
ახალი ხიდი ორ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,7 მლნ ლარით დაფინანსდა.