1746302488
მამა შალვა კეკელია მიმართვას ავრცელებს

ძმის გარდაცვალების შემდეგ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. სასულიერო პირმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა და ამხნევებდა.
„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოხატული თანაგრძნობისთვის, სიკეთეში და სიყვარულში გადამეხადოს თქვენთვის. ძალიან მიყვარხართ!!!“ - წერს მოძღვარი.