„იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა, მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა“ - ვინ ცდილობდა კახი კავსაძისა და ზანდა იოსელიანის დაწყვილებას

ზანდა იოსელიანი

მსახიობი ზანდა იოსელიანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. მისი ჯგუფელი იყო კახი კავსაძე, რომელიც ზანდას პირველი პარტნიორი იყო. კახი კავსაძეზე საუბრისას ზანდა ამბობს:

„სულ ერთად ვიყავით პარტნიორები სპექტაკლებში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ რატო ახლა? რომ მოაბეს მაგას კუდები. კოტე მახარაძე იყო, თუ ბადრი კობახიძე, ჩვენი პედაგოგი, მე რომ დამინახავდნენ, მეუბნებოდნენ – კახი თუ ნახეო და კახის ჩემზე ეკითხებოდნენ. უნდოდათ, რომ რაღაც დაწყებულიყო. კახი ვერ შეაცდინეს, სულ  ერთად გვაყენებდნენ სპექტაკლებში. თავიდან მე ვჯობდი ნიჭით, მაგრამ მერე იმან მაჯობა, იმიტომ რომ ის გიჟი იყო და გაიტანა თავისი თავი. მე სულ უკან ვიხევდი მთელი ცხოვრება. კახი მომწონდა, როგორც ადამიანი, მაგრამ არ მომწონდა, როგორც იცოდა ლაპარაკი.

იყო რაღაც მომენტები, რამაც დამაეჭვა, მაგრამ მკაცრად დავდექი. იყო მომენტი, როცა ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა,  მეც ქალი ვარ და ჩავთვალე, რომ გამეპრანჭა და რაღაცაში იყო საქმე.

სანამ დავქორწინდებოდი, ერთი საქმრო მყავდა. იმასთან ერთად მოვსეირნობდი რუსთაველზე. კახი და კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფელი რუსთაველის თეატრთან იდგნენ.

მივესალმე და ჩავიარე, გაგიჟებულა, ეს როგორ მომესალმაო…

ბოლოს რუსთაველის თეატრში ვნახე. ერთ-ერთ მსახიობს ვაცილებდით,  გოგოო დამიძახა, ისე გამიხარდა ასე რომ მომმართა.

ასევე წაიკითხეთ:

VIDEO: „ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ... 2000 წლიდან ერთად ვართ“ - თბილისელი მეეზოვეების სიყვარულის ისტორია

„ეს მოვლენა ბევრ საიდუმლოებას ახდის ფარდას...“ - რას უნდა ველოდოთ 25 იანვარს და რა არ უნდა გააკეთოთ „მგლის მთვარის“ დღეს

„გაქვთ შანსი, ივნისში ფინანსურად განსაკუთრებულად დაწინაურდეთ“ - ნახეთ, ვის მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“