მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გადაცემაში „დღის პოსტი“ შესაბოლი არომატების გამოყენებასა და მის უარყოფით მხარეებზე საუბრობს:
„როგორც ვიცით, ევროკავშირმა კვამლის არომატიზატორის გამოყენება აკრძალა…
წელს, მაგალითად, ივნისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კვამლის არომატიზატორებისა და თხევადი ბოლის გამოყენება აიკრძალა ჩიფსებში, ბარბექიუ-სოუსებში და სხვადასხვა პროდუქტში. მათი გამოყენება საერთოდ აიკრძალა. ყველის, ხორცისა და თევზის მწარმოებლებს, რომლებიც ამ არომატიზატორს იყენებენ, ორწლიანი ვადა მიეცათ, რომ საერთოდ ამოიღონ და ტრადიციული მეთოდით შებოლვაზე გადავიდნენ.
ევროკავშირში სურსათის უვნებლობის მიდგომა ისეთია, რომ რაღაცის აღმოჩენის შემდეგ კვლევა მუდმივად მიმდინარეობს. ამ კვლევებით დადგინდა, რომ კვამლის არომატიზატორი და თხევადი ბოლი ადამიანის დნმ-ს საფრთხეს უქმნის და ამიტომ პირდაპირ ამოიღეს“.