ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინ“-ს, რომელიც 2026 წლის იანვარში თანხის სანაცვლოდ ორ ეტაპად გაასაღა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ნასამართლევი პირის მიერ) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.