ეკა კუპატაძე: ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ, მანიპულატორები არიან... უკვე აღარ მიკვირს, რატომ იყო ნია იმნაძე ასეთი ძლიერი მანიპულატორი

ეკა კუპატაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. პროცესს დაესწრო დაზარალებულის ადგილმონაცვლე, ეკა კუპატაძე.

გიგა ავალიანის დედის, ეკატერინე კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძის ოჯახი პირადად მასზე მანიპულირებენ და პროვოკაციას იწვევენ.

„ნია იმნაძის ოჯახის ახლობლები სრულ პროვოკაციას ახდენენ, მანიპულატორები არიან... უკვე აღარ მიკვირს, რატომ იყო ნია იმნაძე ასეთი ძლიერი მანიპულატორი. იმნაძეს თავს დავანებებ და ვიტყვი იმას, რომ ნია იმნაძის ოჯახი ახდენს პირადად ჩემზე მანიპულაციას და იწვევენ პროვოკაციას“, - აცხადებს ეკა კუპატაძე.

✕