30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748546283
თბილისის ზოოპარკი შეფარებული ძაღლების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის ბათქა-ბუთქი რომ ატყდა, ზოოპარკში დაფეთებული ორსული ძაღლი შემოვარდა. გარეთ რა გულით გავაბრძანებდით იმხელა მუცლიანს... შევიფარეთ, რაღას ვიზამდით. ცოტა ხანში შვიდი ლეკვი გააჩინა. მთლად ოქროსქოჩრიანები ვერა, მაგრამ ზოგი ქერა, ზოგიც შავი, ზოგიც ყავისფერიაო. ძალიან ყოჩაღი გოგო-ბიჭები არიან, ცნობისმოყვარეები.
კი ვიცით, უამრავი მეტისი რომ უიმედოდ ელის ერთგულ პატრონს, მაგრამ მაინც ვიკითხავთ: ხომ არ გინდათ, შეიფაროთ? კასტრაცია-სტერილიზაციას ჩვენ გავუკეთებთ, ჭიაზეც დავამუშავებთ.
იქნებ რომელიმემ დაგიძახათ ამ ფოტოებიდან და იგრძენით, რომ ის თქვენი უნდა გახდეს?
თუ პატრონებს ვერ ვუპოვით, თავშესაფრისთვის მოგვიწევს გადაცემა, ამდენ ძაღლს ზოოპარკში ვერ დავიტოვებთ.
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748546283