ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1748616060
ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები, სკოლის მასწავლებელი, კეი მედინი 1987 წელს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების ამბავი წლების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული.
კეის მეუღლე, ნიკოლასი ამბობდა, რომ როდესაც ბიზნესს მოგზაურობიდან დაბრუნდა, მეუღლე სახლში აღარ დახვდა. პოლიცია მას ყველგან ეძებდა, თუმცა მედინის კვალი არსად ჩანდა.
„როდესაც მისი თანამშრომლები გამოვკითხეთ, მათ გვითხრეს, რომ მედინი თავისი ცხოვრებით საკმაოდ ბედნიერი იყო, არც რაიმე დაავადება სჭირდა. მედინის ყველა ნივთი სახლში იყო, მათ შორის მისი მანქანაც. ის უბრალოდ გაუჩინარდა",- განაცხადა საქმის პროკურორმა.
1987 წლის 25 ნოემბერს შერიფის ოფისმა ფოსტით პაკეტი მიიღო, რომელში მედინის ცხედრის ნაწილები იდო. ანონიმურად გაგზავნილ წერილში კი ასეთი სიტყვები ეწერა: „ცხედრის მეტი ნარჩენების სანახავად, ამ რუკას გაჰყევით".
რუკა კონკრეტულ მითითებებს იძლეოდა, რამაც დეტექტივები მედინის ცხედრის ნარჩენებამდე მიიყვანა. პოლიციამ მედინი გარდაცვლილად გამოაცხადა, თუმცა, მკვლელის ძიება უშედეგო იყო.
საქმე ხელმეორედ 1993 წლის 16 თებერვალს გაიხსნა, როდესაც წყალმა მედინის თავის ქალა გამორიყა. მისი ვინაობის დადგენა მხოლოდ 2024 წელს შეძლეს.
ვინ მოკლა კეი მედინი და რა დაემართა ჩრდილოეთ კაროლინელ სკოლის მასწავლებელს - ეს ჯერ კიდევ ამოუხსნელ საკითხად რჩება.