მძიმე ავარია თერჯოლაში მსხვერპლით დასრულდა - რა დეტალებია ცნობილი
1748614188
ფედერალური მოსამართლე აცხადებს, რომ დაბლოკავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, ჩამოერთვას ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება.
ამასთან, შეერთებული შტატების მთავრობამ ჰარვარდს გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათ 30 დღე ეძლევათ ოფიციალური ადმინისტრაციული პროცედურის გასავლელად.
გასულ კვირას აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო. ტრამპის ადმინისტრაცია უნივერსიტეტს ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობას, ასევე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციას ედავება.
ჰარვარდის უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ ეს არის „აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა“. სასწავლო დაწესებულების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას შურისძიება სურს, რადგან ჰარვარდი უარს ამბობს მათი მოთხოვნების შესრულებაზე – მათ შორის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო სტუდენტის დისციპლინური ჩანაწერების გადაცემაზე.