დღეს ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1793741695
2026 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 745 პირზე გაიცა. ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში კი რეადმისიას 2 156 მოქალაქე დაექვემდებარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2026 წლის მე-3 კვარტალში რეადმისიის სულ 753 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 8 პირზე გაიცა.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 2026 წლის ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, რომელსაც რეადმისიის მაჩვენებლით მოსდევს ირლანდია და საფრანგეთი.