გიორგი სუხიტაშვილი ოპერაციის შემდეგ კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს - „არ ვიცი ეს გული ვინ დამახატა“

გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პალატიდან ფოტოც გამოაქვეყნა.

მომღერალი ოპერაციის დეტალებს ჯერ არ ამხელს.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. უდიდესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის რომელსაც თქვენ იჩენთ ჩემი მისამართით. უამრავი შეტყობინება დამხვდა. ჯერ დეტალურად ვერ ვისაუბრებ რა გაკეთდა, სად გაკეთდა და ვინ გააკეთა, თუმცა გპირდებით გაგაცნობთ ყველა დეტალს. არ ვიცი ეს გული ვინ დამახატა მაგრამ რომ დავინახე ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი. დიდი მადლობა შენ“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი. 

ცოტა ხნის წინ მომღერალი წერდა, რომ მას უკვე წლებია წელის გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა.

„ჩემი დილა (საღამოც) იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით.

ვისაც მუდმივი ტკივილი აწუხებს, ის მიხვდება, რას ნიშნავს, ცოტა შვებას იგრძნობ. ხო და 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო როგორმე. იმედი მაქვს, უკეთ იქნება ყველაფერი. ხო ბოლო დღეების მანძილზე ბევრი შემოტევა იყო ადამიანებისგან, რომლებსაც სხვა ყველა და ყველაფერი სძულს, ყველას საქმე უკეთ იციან“,- წერდა მომღერალი.