„ვისაც მუდმივი ტკივილი აწუხებს, ის მიხვდება...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

suxitashvili

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ წლებია, წელის გაუსაძლისი ტკივილი აწუხებს.

„ჩემი დილა (საღამოც) იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით.

ვისაც მუდმივი ტკივილი აწუხებს, ის მიხვდება, რას ნიშნავს, ცოტა შვებას იგრძნობ. ხო და 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო როგორმე. იმედი მაქვს, უკეთ იქნება ყველაფერი. ხო ბოლო დღეების მანძილზე ბევრი შემოტევა იყო ადამიანებისგან, რომლებსაც სხვა ყველა და ყველაფერი სძულს, ყველას საქმე უკეთ იციან.

„თქვენ რა გიჭირთ“;  „არაფერი არ გაკლიათ“; „კარგია მდიდრული ცხოვრება“ ამ სტატუსსაც მოჰყვება,
„ნუდადებ და არ გეტყვიან“; „კონცერტზე კარგად ტლინკაობდი“; „თოფს რო ისვრი, რატო არ გტკივა“; „ხალხს უარესები სჭირთ და ჩუმად არიან“; „კაცი ხარ, რა გაწუწუნებს“; ყველა ადამიანები ვართ ჩვენი უამრავი სიხარულით და წუხილით, სიამოვნებით და ტკივილით.

მე პირადად, აღარც მახსოვს მერამდენე ოპერაციაა, სავარაუდოდ მე-4 ან მე-5. (ყველას გავიხსენებ მერე).

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, არასდროს ჩამომიყრია ყურები, არც სხვას მივცემ ამის საშუალებას.  ბავშვობიდან მივეჩვიე ამას, დედაჩემია ჩემთვის ბრძოლის და გაუტეხლობის მაგალითი, ჩემი ზურგის ტკივილი რა მოსატანია მის პრობლემებთან, მაგრამ უკვე მე-5 წელია დედაჩემი ჩემზე ყოჩაღია, ხოდა, როდესაც წინ ასეთი მაგალითი გაქვს, რა გაგტეხს! ახლაც, როდესაც ამ სტატუსს ვწერ, მეღიმება, მიუხედავად იმისა, რომ ნემსი ჯერ გასაკეთებელი მაქვს და ზურგიდან მესმის „ვახ სოფელსა ამას“, - წერს სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მომღერალმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, 16 იანვარს მორიგ ოპერაციას იკეთებს.