Exclusive: და სად გამოიწვია აჟიოტაჟი?! - მეგი გოგიტიძის პირველი კომენტარი რუსეთში დაგეგმილ კონცერტზე

megi gogitidze

მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსებულია გოგიტიძის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

ვიდეოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება მოჰყვა.

„პრაიმტაიმი“ მეგი გოგიტიძეს დაუკავშირდა. დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მომღერალმა ასე უპასუხა:

„და სად გამოიწვია აჟიოტაჟი? იცით რა არის? მე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს და ჟურნალისტს ვუპასუხე ამასთან დაკავშირებით და ყველა ინფორმაცია დაიდება. ნაღდად არ მინდა ამაზე ლაპარაკი.“ - განაცხადა მეგი გოგიტიძემ.