კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
1730322257
2020 წლის 23 აგვისტოს, შატილის ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა.
მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.
„პრაიმტაიმი“ მუდმივად გიყვებოდათ გარდაცვლილთა თუ გადარჩენილთა ამბებს. მათ შორის – დების, ხატია და მედეა დევსურაშვილების შესახებ. სამწუხაროდ, მედეა გარდაიცვალა, ხატია კი კარგა ხანს ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ, გაიმარჯვა მასზე.
გუშინ „რუსთავის 2-ის“ ეთერში „სხვა კითხვებს ნიკოლოზისგან“ ლევან რატიანი პასუხობდა, სადაც მან ეს უმძიმესი ტრაგედია გაიხსენა და თქვა, რომ როდესაც ხატია შემოიყვანეს კლინიკაში დედამ ეს სიტყვები უთხრა: „ერთ-ერთის დედა შემოვიდა, ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავდა და მითხრა, ესეც უნდა მომიკვდესო? - არა რას ამბობთ-თქო. და ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში. ეს შვილი კლინიკიდან თავისი ფეხით წავიდა“.
ლევან რატიანის ამ სიტყვებს ხატიას დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემო ლევანი ექიმო, როგორ დეტალებში გახსოვთ იმ საშინელი დღის ამბავი....ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება მეთქი? ზუსტად ასე იყო....
დღეს ხატია რომ სუნთქავს და დადის ეს თქვენი დამსახურებაა, უფალმა ინდომა რომ ხატია თქვენ გადაგერჩინათ..დალოცვილი იყავით ცხოვრების გზაზე“,- წერს ლიკა სიმონიშვილი.