ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაშავდა, სტაბილურადაა

კლინიკა

ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე სახლში გაეწერა.

„ჩვენ კლინიკაში ორი მოზარდი მოიყვანეს, ერთს საერთოდ არაფერი სჭირდა და სახლში გავუშვით. ერთი პაციენტი დარჩა კრიტიკული მედიცინის ცენტრში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებენ კლინიკაში

კლინიკაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი. 

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდი კი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კრიტიკული მედიცინის ცენტრში რჩება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.