ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული, საოცრად კეთილი და ნათელი ბიჭის, დავით ძამაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
ძნელია შეეგუო რეალობას, როდესაც 22 წლის სიცოცხლით, ოცნებებითა და მომავლის იმედებით სავსე ახალგაზრდა მოულოდნელად ჩვენს გვერდით აღარ არის.
დათოს სახელი, მისი მოსწავლეობის წლები და კეთილი ღიმილი მუდამ დარჩება მოგონებად სკოლის ისტორიაში. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას ვისთვისაც ის ძვირფასი იყო“, - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.